ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაწყვეტის გამო დაწყებული პროტესტი საქართველოში უკვე 114 დღეა გრძელდება. ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას და მოქალაქეების დაპატიმრებას საზოგადოების ნაწილი კვლავ ქუჩაში აგრძელებს, რაც არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს კიდევ უფრო აღრმავებს. ამ ფონზე როგორია ბიზნესის განწყობები და რა მოლოდინებს ქმნიან ისინი ბაზარზე?