BAP.GE ერთ სივრცეში სასურველი ინდუსტრიისა თუ კომპანიის შესახებ ვრცელი, მარტივი და სწრაფი ანალიტიკური ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა, რაც ამარტივებს კვლევის პროცესს და ხელს უწყობს ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
პორტალის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებისა და კომპანიების აქტივობების, მათი ეფექტურობის, მომგებიანობისა და წლიური დინამიკის შეფასება, ინდუსტრიების ქცევის ტრენდების იდენტიფიცირება, ბაზრის მოცულობისა და კომპანიების ბაზრის წილის დადგენა. პორტალზე განახლებადი ბიზნეს და ეკონომიკური რეპორტების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სექტორის, ბიზნეს მიმართულების, ეკონომიკური ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღება და ბაზრის მიმოხილვების გაცნობა.
BAP.GE -ზე გამოყენებულია სხვადასხვა კატეგორიის კომპანიების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის (SARAS) სამსახურში წარდგენილი ფინანსური და არაფინანსური ინფორმაცია. პორტალი მოიცავს ინფორმაციას როგორც საქართველოში არსებული ბიზნეს საქმიანობების შესახებ, ასევე თითოეული საქმიანობის ფარგლებში მოქმედი იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ფინანსური ინფორმაცია ექვემდებარება გასაჯაროებას.
BAP.GE სასარგებლო რესურსია როგორც ბიზნესისთვის, ასევე არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, მკვლევარებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.
(NS)