მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნეს სექტორი მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე იმსჯელებს

5af03d94d0559
BM.GE
07.05.18 15:49
959
8 მაისს, 12:00 საათზე, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორი მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს იმ ნუსხაზე იმსჯელებს, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნების მიხედვით კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვეში საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი ბიზნესთან და პროფკავშირებთან შეთანხმებით.

მთავრობის მიერ შემუშავებულ ჩამონათვალის განხილვის შემდეგ პროფკავშირებმა ნუსხაში დამატებითი დარგების შემოტანა მოითხოვეს. ხოლო ამჯერად მთავრობის მიერ შემუშავებულ და პროფკავშირების მიერ რედაქტირებულ ვერსიას ბიზნეს სექტორი განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებებს შეიტანს, ან მიაღწევს შეთანხმებას. საბოლოოდ, პროფკავშირებისა და კერძო სექტორის მიერ შეთავაზებულ ვერსიას დასამტკიცებლად განიხილავს საქართველოს მთავრობა. შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი ვრცელდება მხოლოდ მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებზე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ნორმების შემუშავების პროცესში აქტიურადაა ჩართული ბიზნეს სექტორის ლობირების მიზნით. შეხვედრა გაიმართება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები