საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლების მიერ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქმნის
საქართველოში საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც აისახება ბიზნეს სექტორის ხედვა.
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების იდეა და საჭიროება ეფუძნება 2016 წელს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ბიზნეს გარემოს
კვლევის შედეგებს. აღნიშნული კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა პროგრამის „ხელშემწყობი გარემო მდგრადი საწარმოებისთვის საქართველოში“ (Enabling Environment for Sustainable Enterprises (EESE) ფარგლებში.
კვლევის შედეგად ბიზნესის კეთების შემაფერხებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხოლო დოკუმენტი,
რომელიც ამ ეტაპზე მუშავდება, ეხმიანება აღნიშნულ საკითხს. კერძოდ, დოკუმენტის შექმნის მიზანია პოლიტიკური რეფორმების საჭიროების დასაბუთება და რეკომენდაციების შემუშავება საქართველოში საინვესტიციო პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.
დოკუმენტი შემუშავების შედეგად წარედგინებათ შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს და სტიმულს მისცემს შემდგომ მსჯელობას. საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი იქმნება ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინებით.

























