მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა პირველ კვარტალში 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა

5935036103a03
BM.GE
05.06.17 11:07
913
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,1%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 48,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,0% - საშუალო, ხოლო 30,9% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზ- ნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,9%, საშუალოზე - 24,6%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 31.5%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 10,9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 7.0 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7 %-ით მეტი ). დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 605,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,2% ქალია, ხოლო 59,8% - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერი- ოდთან შედარებით - 5,5%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1765,5 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,2 %-ით მეტი ).





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები