მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნეს სექტორში 17 330 უცხოელია დასაქმებული

5abcedf188fdb
მარი როჭიკაშვილი
29.03.18 17:43
716
2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 17%-ით და სულ 17 330 კაცი შეადგინა, რაც მთლიანი დასაქმების 2.2%-ია, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკურ კვლევაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მშენებლობაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის დარგებში.

"უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ძირითად მიზეზად დასახელდა საწარმოს უცხოელი დამფუძნებელი/მენეჯმენტი (65,8%) და ის, რომ საწარმო წარმოადგენს უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალს (17,3%)”-ნათქვამია კვლევაში.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მიკრო (46,9%) ზომის საწარმოებში, ხოლო მსხვილსა (24,2%) და მცირეში (20,9%) თითქმის პროპორციულად არის გადანაწილებული; საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა 79,3% თბილისზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები