მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 20%-ზე მეტი ხელმძღვანელი პირია

5abd08c12708d
მარი როჭიკაშვილი
29.03.18 21:00
872
“ქვეყანაში ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა პროფილის მენეჯერების სიმრავლეა და ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 20,1%-ს შეადგენს” - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცლებულ “უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკურ კვლევაში”.

კვლევის მიხედვით, ხელმძღვანელი პირებიც დაყოფილია შემდეგნაირად: დირექტორები და მთავარი ხელმძღვანელი პირები ყველაზე მეტად - 66.4%-ით (105,721 დასაქმებული) არიან წარმოდგენილი ძირითად ჯგუფში.

საწარმოო და საექსპლუატაციო განყოფილების მენეჯერები, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში - წარმოდგენილია 21.4%-ით ( 34,094 დასაქმებული)

საწარმოო და საექსპლუატაციო განყოფილების მენეჯერები რესტორნებსა და სასტუმროებში - 6,8%-ით (10,865 დასაქმებული).

საწარმოო და საექსპლუატაციო განყოფილების მენეჯერები სატრანსპორტო, სასაწყობო მეურნეობებსა და კავშირგაბმულობაში - წარმოდგენილია 1,95-ით (3,008 დასაქმებული) ;

2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 790 484 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები