ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 56%-ს (442 203 ადამიანი) უმაღლესი განათლება აქვს. ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკის სამინისტრომ მიერ გამოქვეყნებულ “უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევა”-ში.
კვლევის მიხედვით, დასაქმებულთა შორის საშუალო განათლება აქვს 31%-ს (247 616 ადამიანი) და მხოლოდ 13%-ია (100 665 ადამიანი) პროფესული განათლებით.
“დასაქმებულთა განაწილება განათლების მიღწეული დონეების მიხედვით გვიჩვენებს, ერთი მხრივ უმაღლესდამთავრებულთა დასაქმების მაღალ დონეს, და მეორე მხრივ, პროფესიული განათლების მქონე ადამიანების თვითრეალიზების დაბალ შესაძლებლობებს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უმაღლესი განთლების მქონე პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება პროფესიული განათლების მქონეთა რაოდენობას.”-ნათქვამია კვლევაში.
2017 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 790 484 ადამიანი.

























