სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, მე-2 კვარტალთან შედარებით 9 ათასით გაიზარდა და 665,5 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 3,3 %-იანი ზრდაა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2017 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 21,6 ათასი კაცითაა გაზრდილი, ხოლო მე-2 კვარტალთან შედარებით კი 34,2 ათასი კაცით.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21,6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,6 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,0 პროცენტი ქალია, ხოლო 60,0 პროცენტი - კაცი.