მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 43 ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა

5c06700c0c052
თამუნა დემეტრაშვილი
04.12.18 16:15
685
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში 1186,7 ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43 ლარითა და 20 თეთრით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 55 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა ქალების საშუალო ანაზღაურება და მან 892,6 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, მსხვილ ბიზნესში შრომის საშუალო ანაზღაურება 1192,8 ლარია, საშუალო ბიზნესში 182 ლარით მეტი - 1374,6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესში კი - 1070,0 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები