მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს სექტორში ქალებს კაცებზე 515 ლარით ნაკლები ანაზღაურება აქვთ - კვლევა

605a34f8e84cd
თამთა ჯიჯავაძე
24.03.21 00:10
1142
კაცების ანაზღაურება ბიზნეს სექტორში საშუალოდ 515 ლარით მეტია ქალების შემოსავალზე და 1380.5 ლარს შეადგენს. ამის შესახებ აღნიშნულია კვლევაში „ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები“, რომელიც პროექტის „შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება (613 ლარი) ანაზღაურებას შორის ფიქსირდება საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულებს შორის.

გარდა ამისა, კვლევისას გამოვლინდა, რომ 2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29 პროცენტი იყო ქალის მფლობელობაში, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია. ამასთან, ბიზნესმენ ქალებში მნიშვნელოვნად ჭარბობს მცირე და მიკრო ბიზნესის წილი.

ასევე, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა დამწყები მეწარმეები ნაკლებად არიან ჩართული ბიზნესში.

თბილისსა და რეგიონებს შორის რესურსები და შესაძლებლობები არათანაბრად არის გადანაწილებული. 31 წლამდე ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება ბიზნესით ახალგაზრდა გოგონების სიღარიბის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

ცნობისთვის, პროექტს, რომლის ფარგლებშიც კვლევა ჩატარდა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები