მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ჩინეთის საგარეო სავაჭრო ცენტრის ორგანიზებით, ჩინეთის კომერციის სამინისტრო და გუანდონგის პროვინციის სახალხო მთავრობა, ჩინეთში მსოფლიოს უდიდეს ბიზნეს გამოფენას უმასპინძლებენ.
ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის გამოფენა, 15 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად, 1.100.000 მ2 მასშტაბის ტერიტორიაზე გაიმართება.
პოსტ-პანდემიურ ეპოქაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და სფეროს წარმომადგენლები, ელექტრო ტექნიკას, ავტომობილებს, სამომხმარებლო საქონელს, საჩუქრებს, დეკორაციას, ტექსტილს, სამედიცინო, რეკრეაციულ და სააფთიაქო პროდუქციას, დაინტერესებულ პირებსა და დამთვალიერებლებს, საგამოფენო სივრცის 60.000 კუთხეში წარუდგენენ.
თქვენი საქმიანი მოგზაურობისას, ჩინეთის ბაზარზე 12 წლიანი გამოცდილების მქონე, MSZ Georgia დასვენებას, ბიზნეს შეხვედრებსა და ახალი, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში ხელშეწყობას გპირდებათ.
ბიზნეს ტურის განმავლობაში, შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ მსოფლიოს უდიდეს გამოფენაზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაზარდოთ თქვენი სამომხმარებლო სივრცე და დაამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია ევროპელ, ჩინელ და ამერიკელ მწარმოებლებთან.
თქვენთვის სასურველი პროდუქციის გაცნობის, შემოწმებისა და სურვილისამებრ - შესყიდვის შემდეგ, MSZ Georgia უზრუნველყოფს მის საქართველოში ტრანსპორტირებას, სრულიად უფასოდ გაგიწევთ საბროკერო მომსახურებას და მიიღებთ დეტალურ, განახლებად ინფორმაციას ყოველი მომდევნო თუ მიმდინარე გამოფენის, ბიზნეს ტურისა და დაგეგმილი ფორუმების შესახებ.
ჩინეთის ბაზრის სიღრმისეული ცოდნითა და მწარმოებლებთან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად, MSZ Georgia-ს ჩინეთში არამხოლოდ მუდმივი პარტნიორები, არამედ, საკუთარი წარმომადგენლობაც ჰყავს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც პროცესების გამჭირვალობას, ასევე, შიდა ლოგისტიკური მომსახურების სიმარტივეს, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება-შენარჩუნებასა და შესყიდული ნაწარმის შემოწმება-აუდიტში ადგილობრივ მხარდაჭერას.
ტურის ეფექტურ წარმართვაში მონაწილეობას ჩინეთში მყოფი ქართველი სტუდენტებიც მიიღებენ. მომავალი თაობისათვის მნიშვნელოვანია, ახლოდან გაეცნონ ბიზნეს სფეროს სპეციფიკებს და ჰქონდეთ კარიერული წინსვლის თავისუფლება სხვადასხვა მასშტაბის მქონე ბრენდებთან თანამშრომლობისას.
გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ არაფორმალური კომუნიკაცია განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან, რაც საფუძველს ჩაუყრის მათ მომავალ ბიზნეს პარტნიორობას. MSZ Georgia საშუალებას გაძლევთ ყოველგვარი მოვალეობებისა და დამატებითი რესურსის გარეშე, დატკბეთ ბიზნეს ტურიზმით, გააცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა, თქვენი საქმიანობა და მომავალი გეგმები ადგილობრივ და მსოფლიო მომწოდებლებს, რაც თავის მხრივ გაქცევთ ერთი - განვითარებული ბიზნეს სამყაროს ნაწილად.
დროა, შეცვალოთ მიდგომები, ეწვიეთ განახლებულ ჩინეთს, მიიღეთ მონაწილეობა ინოვაციურ გამოფენაში, იმოგზაურეთ ტურ-კრუიზით მდინარე მარგალიტაზე, დატკბით არქიტექტურული საოცრებებით, დააგემოვნეთ კერძები სასიამოვნო გარემოცვაში და გაიმარტივეთ მომავალი ბიზნეს საქმიანობა msz Georgia-ს დახმარებით.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
568 74 00 07 / 593 93 93 25 ან 0422 218 888.
(რ)


























