2025 წლის III კვარტალში ბიზნესის ბრუნვა წლიურად 10%-ით გაიზარდა და 64.7 მლრდ ლარი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მიხედვით, გაიზარდა ბიზნესის პროდუქციის გამოშვებაც, რომლის მოცულობამ კვარტალში 25.4 მლრდ ლარი (+9.7% წლიურად) შეადგინა.
2025 წლის III კვარტალში ბიზნესის ბრუნვის ყველაზე დიდი წილი ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორს ჰქონდა - 34.5%, რაც 22.3 მლრდ ლარს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ვაჭრობა (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტით) - 33.5%, 21.6 მლრდ ლარი.
რაც შეეხება სხვა სექტორებს:
- დამამუშავებელი მრეწველობა — 7.8% (5.06 მლრდ ლარი)
- მშენებლობა — 6.3% (4.05 მლრდ ლარი)
- ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6% (4.0 მლრდ ლარი)
- ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3.4% (2.17 მლრდ ლარი)
- დანარჩენი დარგები — 10%
პროდუქციის გამოშვების მიხედვით, TOP-5 დარგი ასე ნაწილდება:
- ვაჭრობა - 18.6%
- დამამუშავებელი მრეწველობა - 18.3%
- მშენებლობა - 18.2%
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.4%
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 8.4%
დანარჩენ სექტორებს ერთად 27.1%-იანი წილი დაეთმო.
ბიზნესის ბრუნვაში მსხვილ კომპანიებს კვლავ მთავარი წილი აქვთ - 67.5%. საშუალო ბიზნესის წილი 14.5%, მცირე ბიზნესისა - 18% იყო.
პროდუქციის გამოშვებაში კი განაწილება განსხვავებულია:
46.1% — მსხვილი, 23.2% — საშუალო, 30.8% — მცირე ბიზნესი.
2025 წლის III კვარტალში კომპანიების მიერ განხორციელებული საერთო შესყიდვები წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 33.5 მლრდ ლარი შეადგინა.
გადასაყიდად შეძენილი საქონელი და მომსახურება - 19.2 მლრდ ლარი (+8.9%).




























