მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა

5f97d81f04437
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.20 13:12
683
ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის მსურველ ბიზნესებს ვადა ჯერ კიდევ აქვთ, - ამის შესახებ BM.GE-ის თიბისიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება.

„წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს“, - აცხადებენ „თიბისიში“.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დარეგისტრირებული კომპანიები, ნომინაციების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

• 46% - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
• 12% - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
• 10% - საუკეთესო ინოვაციებისთვის
• 17% - საუკეთესო სტარტაპისთვის
• 14% - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

განსაკუთრებული სიახლე ელოდება ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“ გამარჯვებულს. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

წელს სიახლეა ჟიურის მხრივაც, გამარჯვებულებს ბიზნეს სფეროში მომუშავე ადამიანებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.

პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:
1. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი.
ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.

2. ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია.
ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

3. პროგრამული უზრუნველყოფა
ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge. რეგისტრაცია 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობისთვის, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას უკვე მეხუთე წელია წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები