მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” დაფინანსებით, 25 გოგო პროგრამირების კურსს უფასოდ გაივლის

63ccfe7873f6b
BM.GE
22.01.23 13:31
770
ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” მიერ გამოცხადებული საჯარო კონკურსი გოგოებისთვის დასრულდა. 3 500-მდე განაცხადიდან 25 საუკეთესო მონაწილე შეირჩა.

შედეგად, ბიზნესფედერაციისა და კომპანია re:educate-ის ერთობლივი პროექტის გამარჯვებულები გაივლიან 6-კვირიან უფასო კურსს “re:სტარტი”, რომელიც შესავალია კომპიუტერულ მეცნიერებაში. პროგრამა მონაწილეებს ზოგად წარმოდგენას შეუქმნის სფეროს შესახებ, რაც მათ დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში: რომელი სასწავლო მიმართულება აირჩიონ სამომავლოდ.

პროექტის გახსნის ცერემონიალი 21 იანვარს გაიმართა. ფინალისტებს ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ და კომპანია re:Invent-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პავლე მგელაძემ მიმართეს.

ნინა კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესფედერაციისთვის “ქალები მომავლისთვის” გოგოებისა და ქალების განათლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისი განცხადებით, სწორედ ცოდნაა კარგი საფუძველი ქალებისა და გოგოების ეკონომიკური გააქტიურებისა და გაძლიერებისთვის; კონკურსი “ქალები ტექნოლოგიებში” კი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ გზაზე.

„პროგრამირება და ზოგადად ტექნოლოგიები, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიოში. შესაბამისად, პროექტი “ქალები ტექნოლოგიებში” კარგი შანსია გოგოებისთვის, უპასუხონ ბაზრის მოთხოვნებს, შეიცვალონ პროფესია ან დასაწყისშივე მიიღონ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე”,- განაცხადა ნინა კობახიძემ.

პროექტ “ქალები ტექნოლოგიებში” გამარჯვებულებისთვის სასწავლო პროცესი 23 იანვრიდან დაიწყება და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები