მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” ეკონომიკური ფორუმი - “ქალები ბიზნესში” გამართა

სტატიაში საუბარია:

ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან Gazelle Finance-თან და Visa-სთან ერთად, ეკონომიკური ფორუმი “ქალები ბიზნესში” გამართა. ღონისძიებაზე, სხვადასხვა ფორმატში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, შესაძლებლობები და გამოწვევები ამ კუთხით. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პროექტისა თუ გრანტის მეშვეობით აძლიერებენ და ეხმარებიან ქალებს ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში, მეორე მხრივ კერძო საფინანსო ინსტიტუტები რომლებმაც დაფინანსების სხვადასხვა არხებსა და პროექტების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებას სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც იმ საგრანტო თუ თანადაფინანსების პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება ან სამომავლოდ იგეგმება. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა დისკუსიები წარმართეს. დამსწრეებს კი ჰქონდათ საშუალება არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები