მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#ბიზნესი 360 გრადუსით - ფონდები - ბიზნესი, რომელიც დაფინანსების მოპოვებაში დაგეხმარება;

2025 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური და იურიდიული პირების (ფინანსური ინსტიტუტების გამორიცხვით) დეპოზიტების მოცულობამ 62 მილიარდ ლარს მიაღწია. სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ოთხჯერ მცირეა დეპოზიტებთან შედარებით: 2025 წლის აგვისტოში სავალო ფასიან ქაღალდებში მხოლოდ 14.8 მილიარდი ლარი იყო განთავსებული. აქედან 74% სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებია (დაბალი რისკის, მაგრამ ასევე დაბალი სარგებლის მქონე), ხოლო კერძო სავალო ქაღალდების უდიდეს ნაწილს (დაახლოებით 80%) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უშვებენ. ეს სურათი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსურ ბაზარს სჭირდება უფრო მაღალი მომგებიანობისა და მოქნილი ფინანსური პროდუქტები.

სტუმრები: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი; რატი მორჩილაძე - "ფორსაით ინვესტმენტ გრუპის" დირექტორის მოადგილე/მთავარი საინვესტიციო ოფიცერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები