მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი & ადამიანის უფლებები

ბიზნესი & ადამიანის უფლებები

#საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე:

საქართველოში მოქმედ კომპანიებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტების და შეუსაბამო შრომითი პირობების შესახებ ხშირად გვესმის. ეს დასაქმების არაერთ სფეროს ეხება, იქნება ეს მრეწველობა, მომსახურება თუ სხვა. დასაქმებულთა მიმართ კომპანიის დამოკიდებულებით უკმაყოფილება ხშირად საქართველოშიც აღწევს ფართო მასშტაბებს და გამოიხატება გაფიცვაში, თუ დასაქმებულთა მიერ კომპანიების წინააღმდეგ საჯარო გამოსვლებში. ის, რომ საწარმოო პროცესში ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოფს ბიზნესის მდგრად განვითარებას, ხოლო პასუხისმგებლიან და სტაბილურ კომპანიასთან თანამშრომლობა ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველია, ეს არახალია. ასევე ციფრულ ეპოქაში კომპანიის მიერ რეკლამაზე დახარჯული დიდი თანხები შეიძლება წყალში ჩაყრილი აღმოჩნდეს თუ უკმაყოფილო მომხმარებელი ან დასაქმებული საჯაროდ, სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და ამით გააჩენს ფართო საზოგადოებრივ უნდობლობას თუ პროტესტს კომპანიის მიმართ. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და მითუმეტეს კანდიდატის სტატუსი განაპირობებს იმას, რომ მომხმარებელთა მოთხოვნა უფლებების დაცვაზე სულ უფრო იზრდება.

სტუმრები:

ბაკურ კვარაცხელია - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი;

ლადო მკერვალიშვილი - „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;

აკაკი კუხალეიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები