ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორ უნდა აისახოს ბავშვთა უფლებების დაცვა კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში, კორპორაციულ მართვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებში? საქართველო გლობალურ კამპანიას — „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ უერთდება. ინიციატივის მიზანია, კერძო სექტორის ჩართულობით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი ბიზნესის დღის წესრიგის ნაწილად იქცეს. თემაზე დღეს თბილისში ბიზნესის, საფინანსო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.






























