„ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს“ - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ომეგა ჯგუფის და ზაზა ოქუაშვილის თემაზე საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ მსგავსი მოცემულობა სჯობია იყოს ქვეყანაში, ვიდრე პირიქით.
„ბიზნესი ცდილობს ხელისუფლების შანტაჟს. თუმცა, ამის მაგალითი ჩანაწერების გარდა არ გვაქვს.
მე დავბრუნდი მაისში ხელისუფლებაში. გუნდში მარჯვენამ არ იცოდა, მარცხენა რას აკეთებდა. ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობა არის რთული. ის რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, არის ის რომ ნებისმიერმა მოქალაქემ იცოდეს, რომ თუ ის კანონს არ დაიცავს მას პასუხს მოსთხოვენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს. ეს მოხდა იბერიაზე - კაცი (ზაზა ოქუაშვილი) არ იხდის გადასახადს ბიუჯეტში. ამას გამკლავება უნდა მოხდეს სუფთა ხელებით, ისე რომ დემოკრატიული პრინციპები არ დავარღვიოთ. ასეთ ფორმებსაც ძალიან კარგი მენეჯმენტი სჭირდება, უფრო გასუფთავებული შერჩევა სჭირდება გუნდში“, - განაცხადა ივანიშვილმა.