მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი CFD-აუქციონის ტარიფების გადახედვას ითხოვს;

ენერგეტიკული კომპანიები მეორე cfd აუქციონში დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვენ. კერძ სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, დადგენილი მედიანური ტარიფების ნაწილი ბაზარზე არსებულ რეალობას არ ასახავს და ეს ვითარება ენერგოპროექტების განხორციელებას აფერხებს. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამომავლოდ პირდაპირი კონტრაქტების გასაფორმებლად ტარიფების კორექტირება აუცილებელია. ინვესტორების ნაწილს ამავე დროს მიაჩნიათ, რომ უფრო მართებული იქნება, თუკი ეკონომიკის სამინისტრო მესამე cfd აუქციონსაც ჩაატარებს, თუმცა გარკვეული დათქმებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები