ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მომავალ კვირაში ბიზნესი და ეკონომიკის სამინისტრო იმსჯელებს - შესაბამისი შეხვედრის ორგანიზებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გეგმავს. კომიტეტის ხელმძღვანელის რომან კაკულიას თქმით, თემა ბოლო პერიოდში ცემენტისა და ფოლადის ინდუსტრიამ გააქტიურა, როდესაც იმპორტირებულ დაბალფასიან პროდუქციაზე დაიწყო საუბარი. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ კერძო სექტორის არგუმენტებმა დაარწმუნა კანონის მიღების აუცილელობაში.
„შემდეგი კვირის ხუთშაბათს გვაქვს დანიშნული შეხვედრა, როდესაც უნდა მოვიწვიო როგორც მეტალურგიის, ასევე ცემენტის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები დ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ ღია ფორმატში, რა დამოკიდებულიება გვქვს.
მე ცალსახად ამ კანონის მხარდამჭერი ვარ. ძირითადად მეტალურგების პრობლემაა აქ წინ წამოწეული. ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოა, რომელსაც ირანული არმატურა ძალიან აწუხებს - როგორც ხარისხით, ასევე ფასიც საკმაოდ საეჭვოა.
ცემენტის ინდუსტრიაც საუბრობდა ამაზე- მათ ხარისხიდან გამომდინარე მოუგვარდათ ეს პრობლემა, მაგრამ ხარისხი არ არის ერთადერთი თემა. როდესაც შემოდიან დაბალი ხარისხით და დაბალი ფასით, შეიძლება ხარისხი ადვილად ჩაკეტო, მაგრამ დემპინგს კანონმდებლობა სჭირდება. ბოლოსდაბოლოს ვსაუბრობთ კანონმდებლობაზე, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობაა და არავითარ განსაკუთრებულად დამცავ ღონისძიებაზე არ ვსაუბრობთ“,- აცხადებს რომან კაკულია.