მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესი და მთავრობა უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რა გავაკეთოთ, რომ ეს ქვეყანა არ ჩაბნელდეს"

5cd2f429906ff
ლიკა გურაბანიძე
08.05.19 19:30
1327
„ბიზნესი, საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ რა გავაკეთოთ, რომ ეს ქვეყანა არ ჩაბნელდეს,“ - ამის შესახებ საქართველოს  საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (სსეკ) გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემებია, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

„ვხედავთ, რომ ქვეყანაში პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ელექტროენერგიის მოხმარება გვეზრდება და ფაქტობრივად ჩიხში ვართ.

ამიტომ მგონია, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლოება, რომელიც ელექტროსადგურების მშენებლობის უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორია, თავი პროცესის სრულფასოვან მონაწილედ იგრძნოს.

მიიღოს გარკვეული სარგებელი მათ შორის იმით, რომ ჩვენ მოვახერხოთ და ის ქონების გადასახადი, რომელსაც კონკრეტული ელექტროსადგურები ბიუჯეტში გადაიხდიან, მათი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაიხარჯოს,“ - აღნიშნავს ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები