მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესი დაზღვევას ჯერ კიდევ არ განიხილავს პირველადი მოხმარების პროდუქტად - "ჯიპიაი ჰოლდინგი"

დაზღვევა

მესამე მხარის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევა მნიშვნელოვანი აქსელერატორი იქნება ზოგადად ბაზრის განვითარებისთვის და სწრაფი ზრდისთვის - ამის შესახებ BMG-სთან „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე კოკა მანჯგალაძე საუბრობს.

“მსგავსი ტიპის რეფორმები სადაზღვევო ინდუსტრიას შესაძლებლობას მისცემს ძალიან სწრაფად გაიზარდოს. ერთი მხრივ, ძალიან ბევრი - ათასობით ადამიანი დასაქმდება და მეორე მხრივ, ძალიან ბევრ ადამიანს აარიდებს ხარჯებს თავიდან, ასევე, სახელმწიფოს აარიდებს ძალიან დიდ ხარჯებს“, - ამბობს მანჯგალაძე.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად წელს არსებული ზრდისა, სადაზღვევო ბაზრის ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით, შენელებულია, რადგან, ბიზნეს სექტორი დაზღვევას ჯერ კიდევ არ განიხილავს პირველადი მოხმარების პროდუქტად - მერყევი ეკონომიკური პერიოდების დროს, კომპანიები პრიორიტეტს ხშირად, სხვა ოპერაციულ საჭიროებებს ანიჭებენ, რაც ბაზრის ზრდის ტემპზე აისახება.

„მერყევ პერიოდში ბიზნესი ირჩევს, რომ ისეთი საჭიროებები დაიკმაყოფილოს, რომელიც მისთვის პირველი რიგის ამოცანაა და არა ისეთი, რომელიც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჰქონდეს, როგორიცაა დაზღვევა, მაგრამ არა პირველადი მნიშვნელობის“, - ამბობს კოკა მანჯგალაძე.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შეფასებით, სადაზღვევო სექტორი 2025 წელს დაახლოებით, 12-13%-ის ფარგლებში გაიზრდება. მოზიდული პრემია კი, სავარაუდოდ, 1.5 მილიარდ ლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ზრდის მაჩვენებლები 2022-2024 წლებში 17-18%-ის ფარგლებში იყო.

დღესდღეობით, საქართველოს ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 9 თვის მონაცემებით, მათ მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 272 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 113 მილიონი ლარი შეადგინა. ყოველწლიურად იზრდება სადაზღვევო სექტორის წილი მშპ-ში. 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 1.37%-ს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები