ყვითელ დერეფანში ტვირთების მოხვედრის შემთხვევების გახშირებაზე ბიზნესი წუხს. კერძო სექტორში ამბობენ, რომ ტვირთების დაყოვნება განსაკუთრებული გამოწვევა რითეილ სექტორისთვისაა, რომელსაც განბაჟებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა წინასწარ უწევს. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების შემოწმების პროცესი ავტომატიზებულია, ბიზნესი არ გამორიცხავს, რომ შემოსავლების სამსახური ამ მექანიზმს ბიუჯეტის შესავსებად იყენებდეს.