მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესი ღრმა კრიზისში შევიდა" - რა გეგმები აქვთ ელკომერციის კომპანიებს?

ელექტრონული კომერციის ასოციაციამ ბიზნესომბუდსმენს მიმართა. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ადგილობრივი ელკომერციის სექტორში კრიზისია და გამოწვევებზე სასაუბროდ ბიზნესომბუდსმენისგან ელიან შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას. ასოციაციაში აცხადებენ, რომ გამოწვევაა საერთაშორისო კონკურენცია, რაც ადგილობრივ კომპანიებს ბაზარზე არათანაბარ პირობებს უქმნის. გამოწვევის გადასაჭრელად კი სექტორისთვის გარკვეული შეღავათებია საჭირო. ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საკითხი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს და ასევე დღგ-ს ნაწილით საგადასახადო უწყებები დაინტერესდნენ. რა გამოწვევების წინაშეა ადგილობრივი ელექტრონული კომერციის სექტორი და რას ითხოვს დარგი?

სტუმარი: თამუნა გოგოლაშვილი - ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები