ნახვები არ არის 26 ივლ. 2024ბიზნესი IT სექტორში დასაქმებულებისთვის სპეციფიური ბინადრობის ნებართვების შემოღებას ითხოვს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, დარგში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე უცხოელი მაღალკვალიფიციური კადრები საქართველოს ტოვებენ. კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს პროფესიონალი აიტი დეველოპერების შენარჩუნება სურს, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება აუცილებელია. რა სახის ბინადრობის უფლების შემოღებაზე საუბრობენ აიტი სექტორის წარმომადგენლები და რამდენად საჭიროა ამ მიმართულებით გადაწყვეტილების სწრაფი მიღება.