ბიზნესი კადრების ძიებაში. შრომით ბაზარზე ისევ დეფიციტია. დამსაქმებლები კადრებს ყველა მიმართულებით ეძებენ, თუმცა მიწოდება მოთხოვნას კვლავ ვერ აკმაყოფილებს. გამოწვევა არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ დასაქმების მსურველების ნაკლებობაა. პარალელურად, რას აკეთებს მთავრობა შრომითი ბაზრის გამოწვევების აღმოსაფხვრელად და ეხმარება თუ არა ბაზარს სოციალურად დაუცველების პროგრამა?
სტუმარი: შალვა ცხაკაია - "დამსაქმებელთა ასოციაციის" გამგეობის წევრი;