მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი მდგრად განვითარებას საქმიანობის ძირითად ნაწილად არ აღიქვამს" - "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი"

სალომე ზურაბიშვილი

"ვხედავთ, რომ ბიზნესი მდგრად განვითარებას თავის ძირითად საქმიანობის ნაწილად არ აღიქვამს და ეს მაინც გვერდზე მდგომი საკითხი რჩება", - ამის შესახებ "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

ცხრა ოქტომბერს საქართველოში პირველად Uniting Business Europe-ის კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ბიზნესსექტორის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მისი მთავარი მიზანი სწორედ საქართველოში არსებული ბიზნესის მდგრადობის შეჯამება იყო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ "გაეროს გლობალური შეთანხმების" ფარგლებში 2030 წლამდე გაწერილია 17 გეგმა, რომელიც ბიზნესმა უნდა შეასრულოს, თუმცა ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით მიზნების მხოლოდ 15%-ია შესრულებული. 

"ბიზნესსექტორის ცნობადობა ბიზნესმდგრადობის კორპორაციულ სარგებელთან დაკავშირებით წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაინერგოს კონკრეტული წამახალისებელი მექანიზმები, რომ ბიზნესსექტორის საქმიანობა აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები