კორპორატიული მდგრადობის ჯილდო წელს მეშვიდედ ჩატარდება. კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
სტუმრები: ნინო კვანტრიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
ქეთი ბოჭორიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აქსელერაციის პროგრამებისა და აკადემიის მენეჯერი;
თაკო როდონაია - კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი, ჯგუფ ანაგრამას თანადამფუძნებელი;