ბიზნესი მეფრინველეობის დარგის დღგ-თი დაბეგვრის საკითხს სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროცესი დამოკიდებულია ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ სასმართლოში შეტანილ სარჩელზე, რომელიც თუ დადებითად არ გადაწყდება, მორიგი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ორ კვირაში შევა.
კომპანია „კუმისის“ დამფუძნებლის, განცხადებით, მეფრინველეობის დარგი ვეღარ ძლიერდება, ამის მიზეზი კი საგადასახადო კოდექსში ის ჩანაწერია, რომლითაც როგორც ქათმის ხორცი, ისე კვერცხი დღგ-სგან იბეგრება.
ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, თუ მეფრინველეობის დარგში ცვლილებები არ იქნება, ბიზნესს თანამშრომლების შემცირება და იმპორტზე გადასვლა მოუწევს.

























