მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესი პარტიების დაფინანსებისას თავისუფალი არ არის"

5c835ae31487b
BM.GE
09.03.19 11:05
2431
„დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის პოლიტიკაში ჩართულობა საკანონდებლო დონეზე დახვეწას საჭიროებს. მისი განცხადებით, ბიზნესი პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით აფინანსებს და ამ კუთხით თავისუფალი არ არის.

„თუკი შევხედავთ პოლიტიკური პარტების დაფინასებას, ვნახავთ, რომ ბიზნესი ამ პროცესში საკამოდ აქტიურად მონაწილოება, მაგრამ სასწორი გადაწონილია იმის მიხედვით, როგორი პოლიტიკური კონიუნკტურაც არის. ასეთ მონაწილეობას ჯობია საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა.

ბევრი ბიზნესი შეიძლება არსებობდეს, რომელსაც გარკვეული სახსრები აქვს და უნდა ხელი შეუწყოს პოლიტიკური ცხოვრების განვითარებას. ბიზნესს გვაქვს კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, მათ შორის აქვს პოლიტიკის მიმართაც.

თუ რომელიმე ბიზნესს უნდა ლეგალურად მიიღოს მონაწილობა, მას ამის საშალება უნდა ჰქონდეს. უნდა მოხდეს კანონის დახვეწა იმ კუთხით რომ ბიზნესმა ლეგალურად გაწიოს ხარჯი და რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინოს კანონის ლობირება პარლამენტში, ეს არ უნდა იყოს ოთახებში გადასაწყვეტი“ - განაცხადა დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები