მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი [ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში] ზედმეტად პასიურია" - კახა ხაზარაძე

კახა ხაზარაძე

ბიზნესმენ კახა ხაზარაძის შეფასებით, ბიზნესი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ზედმეტად პასიურია. ამის შესხებ მან BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით პროცესებს თავად ბიზნესზე ასახვა არ ჰქონია, რადგან ამას გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, ბიზნესმენი მუშაობას კვლავ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

„საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. ამ მომენტში ცვლილებები არ არის, რადგან ყველა არჩევნების მოლოდინში იყო, მათ შორის პარტნიორებიც. ყველა ამ სიტუაციას ელოდა და თუ როგორ დასრულდება ეს პროცესები, ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. ნუ პოზიტიური დამოკიდებულებები რომ არ აქვთ, ფაქტია. ჩვენი პარტნიორები ძირითადად ევროპული კომპანიები არიან და დეტალიზაციაზე არ გადავსულვართ. პაუზა გვქონდა არჩევნებამდე და ახლა არჩევნების შემდეგ კომუნიკაცია ნოემბრის ბოლოდან დაგვეწყება.

ბიზნესი ამ ნაწილში ზედმეტად პასიურია და რატომ არიან პასიურები თავად მათ უნდა დაუსვათ ეს კითხვა. იმიტომ, რომ მე ამ ნაწილში ძალიან აქტიური ვარ. ბიზნესს ერთი სლოგანი აქვს, რომ „ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით“. ხალხს ასაქმებ, გადასახადებს იხდი და პოლიტიკის ნაწილი ხარ. შეიძლება პოლიტიკური პარტიის როლი არ შეაფასო, მაგრამ როგორ შეიძლება არ ისაუბრო მთავრობაზე და გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბიზნესს აზიანებს. აქედან გამომდინარე, თვითონ თუ ისაუბრებენ თავის თავზე, თორემ მე საკმარისზე მეტი მაქვს მათზე ნათქვამიც და დაწერილიც“, - ამბობს ბიზნესმენი..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები