ბიზნესი რიგ დარგებში სამუშაო დროის 40 საათამდე შემცირების გადავადებას ითხოვს
BM.GE
03.02.23 16:53
• 287
ბიზნესი მთავრობისგან რიგ დარგებში სამუშაო დროის 40 საათამდე შემცირების რეგულაციის 1 წლით გადავადებას ითხოვს. საქმე ეხება გასული წლის 26 დეკემბრის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც შემცირდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება; შესაბამისად, ამ დარგებში ნორმირებული სამუშაო დრო 48 საათის ნაცვლად 40 საათი გახდა. საკითხი დღეს მხარეებმა დამსაქმებელთა ასოციაციაში შეხვედრაზე განიხილეს.