კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქმის დეტალების არცოდნის გარეშე ვერ შეაფასებს, თუმცა მიუხედავად ამისა, დღეს ქვეყანაში კერძო სექტორისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად პოზიტიური გარემოა.
„იმისთვის, რომ სწორი დასკვნა გავაკეთოთ, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს კონკრეტულად მე და ჩემს კომპანიას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მაქვს. პრესიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ გავაკეთებთ დასკვნას.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში - ბიზნესი არის პოზიტიურად განწყობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დღეს ინვესტიციას არ გავაკეთებდი, ხვალინდელი შემოსავლის მიღების პოზიტიური მოლოდინი თუ არ მექნებოდა, ანუ ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს, თუმცა მე ვისურვებდი, რეიტინგები გადათარგმნილი ყოფილიყო კონკრეტულ საკითხებად“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
კითხვაზე, „თიბისი ბანკის“ საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აყენებს თუ არა ზიანს ბიზნეს გარემოს, საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.

























