გაძვირებულ სამშენებლო მასალებზე და გაზრდილ ხარჯებზე საუბრობენ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებიც. კავკასუს როუდ ფროჯექთის მმართველ პარტნიორი ბიემჯისთან ამბობს, რომ ბიზნესს მაღალი ინფლაციის ფონზე ბიზნესს საოპერაციო ხარჯები გაეზარდა, გაზრდილია სახელფასო ფონდიც და პაატა ტრაპაიძე ამ გარემოებების გათვალისწინებით ტენდერებში წარმოდგენილი ფასებით პროექტების განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს. რა შეიცვალა ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებისთვის ბოლო 1 წელში და რამდენად არის პრობლემური სახელმწიფო შესყიდვებში ფასწარმოქმნა, რომლის საფუძველზეც ტენდერები ცხადდება?


































