ბიზნესი სავალუტო რისკის შეჯერების ინსტრუმენტების მოუქნელობაზე წუხს. კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კომერციულ ბანკებში არსებული სავალუტო რისკის დაზღვევის პროდუქტები საკმაოდ ძვირია, რის გამოც მათზე მოთხოვნა ნაკლებია. ის რომ სავალუტო რისკის შეჯერების ინსტრუმენტირების ბაზარი კვლავ განვითარების ეტაპზეა, ადასტურებენ ეროვნულ ბანკშიც. სებში განმარტავენ, რომ მარეგულირებელი ამ ბაზრის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.