მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებას ითხოვს

5c7ba0904a0ab
ელენე გოგბერაშილი
03.03.19 15:00
1410

"უნივერს ბიზნეს ჯგუფი" პარლამენტს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართავს.

კომპანიის ხელმძღვანელმა რომან ბადალიანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სატენდერო სისტემაში შესაძლებელი ხდება ალტერნატიული წინადადებების წარდგენა.

ცვლილებების ავტორს მიაჩნია, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ეწეროს ტენდერის მიზანი და არა - კონკრეტული მექანიზმი, რომელსაც პრეტენდენტი მოთხოვნების შესრულებისას გამოიყენებს.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული პუნქტი, რომ პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება, ტენდერში მონაწილე კომანიებს თანამედროვე და უკეთესო მეთოდის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს.

"ჩვენი კომპანია წააწყდა ბარიერებს სახელმწიფო შესყიდვებში, კერძო სტრუქტურებთან ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. როცა ცხადდება ტენდერი და არის საუბარი კომუნიკაციის შეცვლაზე - მაგალითად, მიწის ქვეშ, ჯერ უნდა მოხდეს მიწის ამოღებისა და შემდგომი სამუშაოები და ამის მერე ცხადდება ცალკე ტენდერი ინფრასტრუქტურაზე.

ჩვენი ტექნოლოგია ითვალისწინებს კომუნიკაციის შეცვლას გათხრის გარეშე. ჩვენ არ ვართ მარტო ბაზარზე, არიან სხვა კომპანიებიც, ვისაც გააჩნია ანალოგიური ტექნოლოგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ კანონში ისეთი ცვლილება შევიდეს, რომელიც დაეხმარება კომპანიებს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანაში.

კარგია, როცა ცვლიან კომუნიკაციას, მაგრამ როცა გრადაციის გარეშე შეიძლება შეიცვალოს ჩვენ და სხვებს არავის არ ეკითხებიან, როგორ გინდა გათხარო. პირდაპირ ვიღაც ჩინოვნიკი წერს - გათხარეო და თხრიან. ვითხოვ, რომ არ იყოს მიკერძოებული ტენდერი, ვინაიდან არსებობს ტექნოლოგია; როცა კონკრეტულ ტექნოლოგიაზე კეთდება აქცენტი, ეს არის მიკერძოებულობა, ვინაიდან როცა არ თხრი, და ვიღაცა მეორე არ თხრის, მესამე არ თხრის და მეოთხე თხრის და როცა შენ წერ ტენდერში, რომ გათხარეო, იმაზეა მორგებული და ჩვენ ვართ ჰაერში. როცა ის დაწერს, რომ გათხრის გარეშე გააკეთე, ჩვენზე იქნება მორგებული და ის იქნება ჰაერში. თვით ტენდერის მიზანი უნდა ჩაიწეროს სატენდერო წინადადებაში, მაგალითად მილის შეცვლა", - განმარტავს რომან ბადალიანი.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე "უნივერს ბიზნეს გრუპის" საკანონმდენლო წინადადებაზე მსჯელობისას გადაწყდა, რომ კომიტეტი ყველა დაინტერსებულ მხარესთან საკანონმდებლო წინადადების დახვეწის მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები