კერძო სექტორის ნაწილის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციას აკრიტიკებს. კომპანიებში აცხადებენ, რომ სპეციალისტების გადამზადების რამდენიმე თვიანი პერიოდი საკმარისი არ არის. როგორც მსხვილ ბიზნეს ასოციაციებში აღნიშნავენ, არის შემთხვევები, როდესაც სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე დაქირავებულმა სპეციალისტებმა წესები არ იციან ან მათი თეორიული ცოდნა პრაქტიკულს არ შეესაბამება. კერძო სექტორი სისტემის შეცვლას ითხოვს. რა გამოწვევებია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადების პროცესში და როგორია ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება?