მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს კვალიფიკაციას უწუნებს

კერძო სექტორის ნაწილის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციას აკრიტიკებს. კომპანიებში აცხადებენ, რომ სპეციალისტების გადამზადების რამდენიმე თვიანი პერიოდი საკმარისი არ არის. მსხვილ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც სპეციფიკურ სამუშაო ადგილებზე დაქირავებულმა სპეციალისტებმა წესები არ იციან ან მათი თეორიული ცოდნა პრაქტიკულს არ შეესაბამება. კერძო სექტორში ამბობენ, რომ გამოწვევა დაბალრისკიან კომპანიებში ნაკლებად დგას, თუმცა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: სამთო მოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, მეტალურგიული წარმოება, ქიმიური წარმოება, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების დეფიციტია. ბიემჯიმ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ბარკალაიას ჰკითხა როგორ მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადების პროცესი და ზოგადად, როგორ სრულდება შრომის უსაფრთხოების წესები. ბარკალაიას თქმით, რამდენიმე წლის წინ მიღებულმა შრომის ახალმა კოდექსმა ქვეყანას კარგი შედეგები მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები