მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესი ცდილობს, ამ რეალობაში ადაპტირდეს - გიორგი აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი

GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე და ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია "ენერჯი სოლუშენსის" მმართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, „ბიზნესი ცდილობს, ამ რეალობაში ადაპტირდეს“.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის და საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების ინვესტორების განწყობაზე გავლენას შეეხებოდა.

- რა თქმა უნდა, რაც ხდება ეს დადებითად არ მოქმედებს. ჩვენი სექტორისთვის, განსაკუთრებით და ალბათ მთლიანად ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, სტაბილურობა და გამჭვირვალე და თანმიმდევრული თამაშის წესები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა ბიზნესი ცდილობს, მოცემულ რეალობაში ადაპტირდეს... ჩინელები შემოდიან ბაზარზე, არაბები ცდილობენ შემოსვლას და ა.შ>

- ენერგეტიკის რომელი მიმართულება აინტერესებთ ძირითადად?

- უფრო მზის სადგურები აინტერესებთ, რაც [ჩინელებს[ კარგად ესმით... ჰიდროენერგეტიკაში, ჯერჯერობით, ნაკლებად [ინტერესდებიან]

- როგორც GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს ხოლმე, ფაქტია, ჰიდროენერგეტიკაში ახალი ინვესტიციები ნაკლებად იდება...

- დიახ, მძიმედ მიდის ეს საკითხი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, ოქტომბრის ბოლოს ავსტრიული დელეგაცია უნდა ჩამოვიდეს ეკონომიკის გუნდთან შესახვედრა ჰიდროენერგეტიკის პროექტებზე სასაუბროდ; ჩვენც ვესაუბრებით ამ გუნდს, ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლებიც არიან ჩართული და იდგმება ნაბიჯები, რომ რაღაცა გარკვეული შეთანხმებები იქნას მიღწეული და სტაბილურობის შეგრძნება გაჩნდეს ბიზნესში.

- წერტილი რას დავუსვათ საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას გაუმჭვირვალობას და შერჩევითობას, რაც არასწორ სიგნალებს გზავნის ინვესტორებში და ბოლოს ასეთ სპეკულაციურ ბაზარს ვიღებთ, სადაც საქმე არ კეთდება და უბრალოდ, ბევრი დრო იხარჯება.

ცნობითვის: ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია "ენერჯი სოლუშენსი“ ამჟამად ბახვი ჰესის კასკადს აშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ დოლარამდეა. გარდა ამისა, კომპანია ხაშურსა და მარნეულში მზის სადგურების აშენებას გეგმავს - ინვესტიცია 37 მილიონ დოლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები