"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, 1-ლი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებული ხდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულების უბედური შემთხვევა დააზღვიოს.
სავალდებულო დაზღვევის ძალაში შევსვლამდე თითქმის ერთი თვე რჩება, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი რა ლიმიტით და რა პირობებით მოხდება კანონის აღსრულება.
დამსაქმებლები რეგულაციის მომავალი წლისთვის გადავადებას ითხოვენ. მათი პოზიციაა, რომ დარჩენილი დრო ბევრი მათგანისთვის საკმარისი არ იქნება, შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში რეგულაციის გადავადების საკითხი უკვე განიხილება.
„დრო დარჩა ძალიან ცოტა,რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება მისაღები როგორც სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის და ის არ უნდა იყოს ბიზნესისთვის დიდი ტვირთი. დადგა საკითხი რომ მოხდეს გადავადება ამ მუხლის ამოქმედების რამდენიმე ხნით, მაგრამ რამდენი ხნით შეიძლება ამის გადავადება და როდის იქნება ბაზარი მზად იმისთვის, რომ მოხდეს სისტემის ამოქმედება. ახლა მიდის ამაზე მუშაობა.
შეთავაზების ერთ-ერთი ინიციატორი ჩვენ ვართ. იმისთვის, რომ მეწარმეებმა განახორციელონ კანონის აღსრულება, ამისთვის მათ მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. დარჩენილი ერთ თვეში ბევრი საწარმოსთვის არ იქნება საკმარისი. გადავადების ვადაც ასევე უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ შესაძლებლობებზე. წლის დასაწყისი რომ განვიხილოთ კარგი იქნებოდა, რათა მომავალი 2020 წლის ბიუჯეტში ყოფილიყო გათვალისიწმნებული ის ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნება ამ დაზღვევასთან“-განმარტავს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ელგუჯა მელაძე.