ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ბიზნესი უკმაყოფილოა, რომ რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლებები გადაწყვეტილებას სწრაფად ვერ იღებენ.
მინისტრი ამბობს, რომ ეს საკითხი კერძო სექტორმა დღის წესრიგში "საქართველოს ბიზნესასოციაციის" ოფისში მასთან გამართული შეხვედრისას დააყენა.
"კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურებში, განსაკუთრებით რეგიონალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების აჩქარებას, რომ ბევრი საკითხი იჭიმება, რომ ბიზნესი უკმაყოფილოა იმით, რომ გადაწყვეტილებები შეიძლება უფრო სწრაფად იყოს მიღებული. ჩვენ ამაზეც რეაგირებას ვახდენთ. როგორც იცით, ვაძლიერებთ რეგიონულ მთავრობებსა და ცენტრალურ მთავრობასაც, იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები უფრო დავასწრაფოთ და დავაჩქაროთ",- აცხადებს ქობულია.