გზავნილები ბიზნესმა სურსათის ფასებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე პრემიერისგან ვიდეო მიმართვით მიიღო, თუმცა გასული წლის განმავლობაში იყო რამდენიმე შეხვედრა მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებთან. უმეტესად, მსგავსი შეკრების მიზეზი პოლიტიკური პროცესები პარალელურად კერძო სექტორში მსხვილ მოთამაშეებთან სხვა და სხვა თემაზე საუბარი, კონსულტაცია ან ვითარების წარმოდგენა იყო, თუმცა რიგ შემთხვევებში სხვა და სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან ერთად პროფილურად სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მოწმენიც გავხდით. ყველაზე მასშტაბური ამ მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში ე.წ თეთრი სიის ეტაპობრივი გაუქმება და ენერგეტიკაში კონტრაქტების გაუქმება გახდა, რომელზეც ალტერნატიული შეთავაზებების დაპირება ბიზნესმა შემდეგი წლისთვის მიიღო.
თავის მხრივ რა სიახლეები ჰქონდა თავად ბიზნესს გასულ 12 თვეში ამაზე სრული ჩამონათვალის გაკეთებას საქმის კურსის ეთერში ვერ გავწვდებით, თუმცა რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ და ამ მხრივ ამ წლის ერთ-ერთი მთავარი ბიზნეს მოვლენა უდავოდ იყო Eagle Hills-ის პროექტის დაანონსება/ ინვესტორთან შეთანხმება ოქტომბერში გაფორმდა. ამ პროექტით ანონსდება თბილისსა და გონიოში მულტიფუნქციური სივრცეების შექმნა, რაშიც 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტირება ანონსდება.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა. წლის ბოლოს პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია.
"არქიმ"
ვაგონშემკეთებელი ქარხნის ყოფილი ტერიტორია იყიდა, სადაც 300 მილიონის ინვესტიციით, ახალი საცხოვრებელი უბნის - "გრანდ ავენიუს" მშენებლობას გეგმავს.
IG Development-მა ჭავჭავაძის გამზირზე ქონების ეროვნული სააგენტოს შენობა 36 მილიონ ლარად შეიძინა. საინვესტიციო ვალდებულება კი დამატებით 20 მილიონი ლარია.
"ვისოლ ჯგუფმა" 28 მილიონ ლარად, თბილისში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა შეიძინა. კომპანია ფლობს მომიჯნავედ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობასაც.
2025 წელი გამორჩეული იყო კორპორაციული ბონდების გამოშვების კუთხით. 2025 წლის სექტემბერში "სილქ როუდ ჯგუფმა" $400-მილიონიანი ევრობონდი განათავსა, რაც საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის კორპორაციული ობლიგაციაა.
200 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკომ".
260 მილიონიანი ლარის ობლიგაციები განათავსა თეგეტა ჰოლდინგმა. ბონდების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია.
წარმატებული იყო წელი ქართული ბანკებისთვის. საბანკო სექტორმა 11 თვეში 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა და მოლოდინია, რომ წელს 3.3 მილიარდის ნიშნულით დახურავენ.
2025 წელს მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - ემბისი და "კრისტალი" მიკრობანკები გახდნენ. შედეგიანობის თვალსაზრისით თოთოეულის წინასწარი მონაცემები პირველი წლის წარმატებით ჩახურვის პროგნოზის საშუალებას იძლევა. სექტემბერში IDS ბორჯომი საქართველომ, ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია.
$80-მილიონიანი ინვესტიციით, კომპანია "ჯორჯია მეტალის" ქარხანა გაიხსნა. ახალი მეტალურგიული კომპლექსი ზესტაფონის სოფელ არგვეთაში მდებარეობს.
ისრაელის ერთ-ერთმა ჰოლდინგმა Tempo Beverages-მა "ზედაზენის" 60%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს შეადგენს.
$21-მილიონიანი ინვესტიციით, თბილისში მშრალი პორტი გაიხსნა, რომელიც რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალია.
$31-მილიონიანი ინვესტიციით, მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა ფოთში. პროექტი ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად განხორციელდა.
შიდა ქართლში კომპანია ფერიმ $230-მილიონიანი ინვესტიციით 206-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.
"თანაინვესტირების ფონდმა" თბილისში "თაბორი პარაგრაფი" გახსნა. სასტუმროში, რომლის მშენებლობაც თითქმის რვა წელი გრძელდებოდა 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. "სილქ როუდ ჯგუფმა" სექტემბერში თბილისში სასტუმრო "ტელეგრაფი" გახსნა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ ევროს აღემატება.


































