საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ გუშინ, ჰილტონ გარდენ ინ-ში ღონისძიება გამართა, რომელიც ინკლუზიურ საზოგადოებაში ბიზნესის როლის მნიშვნელობასა და ზრდას ეხებოდა. ღონისძიებით ასევე დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური 21 მარტის კამპანიაც გაიხსნა. წელს ევროპის დაუნის სინდრომის ასოციაციის გზავნილი ასეთია -"გააუმჯობესე ჩვენი მხარდაჭერის სისტემები". სწორედ ამ თემებს ეძღვნებოდა ღონისძიებაც. არ შემიძლია, ცალკე არ აღვნიშნო და არ გამოვხატო ცემი მადლიერება ჰილტონის მიმართ, რომელიც გარდა იმისა რომ ბათუმში უსასყიდლოდ უთმობს საოფისე სივრცეს დაუნის სინდრომის ასოციაციას, საერთო ჯამში ბათუმის და თბილისი ჰილტონის, რივერსაიდ ჰილტონის გუნდს 15 შეზღუდული შესაძლებლობის პირი ჰყავთ დასაქმებული და იმედია, ეს ამბავია, სხვა ყველაფერთან ერთად, სხვებისთვისაც მისაბაძი იქნება.