მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა

646f5e05558fb
BM.GE
25.05.23 17:08
497
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა. ერთმანეთს სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ.

დღე ოქროს ლიგით დაიწყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ნიკორა“-მ „ბანკი ქართუ“ კომფორტული სხვაობით 5:1 დაამარცხა. „არმია“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ მატჩის მეორე ნახევარში დაწინაურდა. „ჯი ემ“-მა წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ „ძალოვნები“ კვლავ წინ გავიდნენ და საბოლოოდ 3:1 იმარჯვეს.

ვერცხლის ლიგაში „დი ეიჩ ელ“-ის და „ავერსი“-ს დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. მეცამეტე წუთზე „ფარმაცევტების“ გატანილ გოლს „დი ეიჩ ელ“-მა მომდევნო წუთზევე უპასუხა. იდენტური ანგარიში 1:1 დაფიქსირდა „ენრგო-პრო“-ს და „სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს შორის. „ჯი სი ი“-მ მიღებულ გოლს საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე უპასუხა.

ფინალისთვის თანაბარი შანსებით ბრძოლას აგრძელებენ სუპერლიგის და ბრინჯაოს ლიგის გუნდებიც. „შსს“-ს და „დიპლომატ ჯორჯია“-ს დაპირისპირება მშრალი ანგარიშით, 0:0 დასრულდა.
„მეამა“ და „ფარვანა“ ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2:2. საწყის ათ წუთში „მეამა“ ორბურთიანი სხვაობით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე „ფარვანა“-მ ჩამორჩენა შეამცირა, თამაშის მიწურულს კიანგარიში გაათანაბრა. დღის დასკვნითი მატჩი „აზოტს“ და „ენ ეს სტუდიო“-ს შორის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი 4:4 დაფიქსირდა. პირველი ტაიმის შემდეგ „აზოტი“ ორი ბურთით აგებდა, მაგრამ ჩამორჩენა სამწუთიან ინტერვალში აღმოფხვრა და წინ გავიდა. გოლის მიღებიდან მალევე „ენ ეს სტუდიო-მ წონასწორობა საბოლოოდ აღადგინა.

სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრები 4 ივნისს გაიმართება.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები