23 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის და A და B ჯგუფის პირველი ¼ ფინალური შეხვედრები გაიმართა.
დღის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „საქართველოს ბანკი“ და „ბი ემ ჯი“ დაუპირისპირდნენ. „ბანკირებმა“ მეტოქე მარტივად დაამარცხეს, ანგარიშით 6:1 და მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდნენ.
დაძაბული გამოდგა B ჯგუფის პლეი-ოფის პირველი მატჩი. „დი ეიჩ ელ“-მა „რუსთავის აზოტთან“ მინიმალური სხვაობით 4:3 იმარჯვა. „დი ეიჩ ელ“-მა საწყისი ტაიმი ორი უპასუხო გოლით მოიგო. „აზოტმა“ წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ საბოლოოდ 31-ე წუთზე მიღებული ბურთით დამარცხდა.
„ენერგო-პრო“-მ „მეამა“-ს 4:1 სძლია. მიღებულ სამ გოლს „მეამა“-მ ოცდამეთექვსმეტე წუთზე უპასუხა, მაგრამ ანგარიშის შემცირება მეტად ვეღარ შეძლო.
1/4 ფინალის სხვა შეხვედრაში „სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „ფარვანა“ კომფორტული სხვაობით 8:3 დაამარცხა. „ჯი სი ი“ სწრაფი გოლებით დაწინაურდა და პირველივე ტაიმში დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა.
„ენ ეს სტუდიო“ „ავერსთან“ პირველი ტაიმის ბოლო წამებზე დაწინაურდა. ოცდამეოთხე წუთზე „ფარმაცევტებმა“ წონასწორობა აღადგინეს და საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირეს.
A ჯგუფის გახსნით შეხვედრაში „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-მ „ბანკი ქართუ“ უშანსოდ დატოვა, კარი მშრალად შეინახა და კომფორტული უპირატესობით 5:0 მოიგო.
„დიპლომატ ჯორჯია“-მ „ნიკორა“-ს პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლით აჯობა. თამაშის განახლებიდან ოცდაათ წამში კი სხვაობა კიდევ გაზარდა. „ნიკორა“-მ ორი ბურთი გაქვითა, მაგრამ საბოლოოდ 5:2 დამარცხდა.
„კროკობეთი“ და „ჯორჯიან მანგანეზი“ სანახაობრივ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2:2. პირველი ტაიმი „ბუკმეიკერებმა“ ავტოგოლით მოიგეს. ოცდამერვე წუთზე „ჯი ემ“-მა წონასწორობა აღადგინა. მალევე „კროკო“ კვლავ დაწინაურდა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში.
დაძაბული გამოდგა „არმია“ „ბეთლაივი“-ს შეხვედრაც. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. „ძალოვნებმა“ მეტოქეს პირველ ტაიმში 1:0 აჯობეს. შეხვედრის განახლებიდან მალევე „ბეთლაივმა“ წონასწორობა აღადგინა. ოცდამეთხუთმეტე წუთზე „არმია“ კვლავ დაწინაურდა. დარჩენილ დროში „ბუკმეიკერებმა“ თამაშის გადარჩენა შეძლეს და განმეორებით მატჩს ორივე გუნდი თანაბარი შანსებით შეხვდება.
30 აპრილს თბილისის ოლიმპიური სასახლე საკვალიფიკაციო ლიგის და გრანდ ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩებს უმასპინძლებს.
(NS)

























