მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ"

5c951b9e3c93e
თელარა გელანტია
22.03.19 21:28
853
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ ქვეყანაში"

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია მასზე უკეთ საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის.
ამის შესახებ გახარიამ გადაცემა „პირველებში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად დღეს ამ ქვეყანაში; ობიექტური რელობიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ დღეს სახელმწიფოს ერთადერთი ინტერესია, ბიზნესის მხარდაჭერა იქ, სადაც ბიზნესი ამის საშუალებას იძლევა - ეს ერთი და მეორე, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ზოგიერთი არაკეთილსინდისერი ბიზნესის წარმომადგენელი ამას იყენებს კონკრეტული პირდაპირი ფინანსური ინტერესებისთვის, გადასახადებისთვის თავის ასარიდებლად და ა.შ... თქვენ რომ ერთი დღე მაინც გემუშავათ ბიზნესომბუდსმენის აპარატში, ნახავდით, რომ 10 მოსული განცხადებიდან 5 არის მცდელობა დაზარალებულად თავის გასაღების“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები