საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია Chainalysis-ის მონაცემებით, 2025 წელს გლობალურ ბაზარზე მხოლოდ სთეიბლკოინების გამოყენებით 28 ტრილიონი დოლარის გადარიცხვები შესრულდა. კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოდ იზრდება და ეს დინამიკა პირდაპირ აისახება საქართველოს მზარდ კრიპტობაზარზეც. ბიზნეს-სექტორის ამ ახალი საჭიროებების საპასუხოდ, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოგადამცვლელის, AllTrust.me-ს სიახლეებზე უნდა გაგიზიაროთ ამბები, რომელზეც ლიკა მეგუთნიშვილმა იმუშავა. კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და ეროვნული ბანკის ლიცენზიას ფლობს, საცალო მომხმარებელთან ერთად, თავის B2B სერვისებს კიდევ უფრო ავითარებს და როგორც აღნიშნავენ, კორპორატიული კლიენტებისთვის სრულყოფილ ფინანსურ ეკოსისტემას ქმნის.






























