მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესის განწყობა და მოლოდინები გაუარესდა - ISET

ბიზნესის განწყობა უარესდება. 2025 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 8.8 პუნქტით შემცირდა და -5-ს გაუტოლდა. ISET-ის ინფორმაციით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების სექტორში დაფიქსირდა. კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, გასული წლის IV კვარტალთან შედარებით, 22 პუნქტით შემცირდა და ამ წლის I კვარტლისთვის -18.6-ს გაუტოლდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბიზნესის განწყობის და მოლოდინების გაუარესების მთავარი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარება და მოთხოვნის კლებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები